პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიეს

პოლონეთის

პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომა.

როგორც პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი აცხადებს, ამ წუთებში პოლონეთის მაღალი თანამდებობის პირები „კრიზისული ვითარებას“ განიხილავენ.

„საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ, პრეზიდენტ დუდასთან შეთანხმებით, გასცა ბრძანება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომის მოწვევის შესახებ“, - წერს პოლონეთის მთავრობის პრესმდივანი პიოტრ მიულერი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, პოლონეთში, დიდი ალბათობით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო, თუმცა ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მედიისვე ცნობით, რუსული რაკეტა პოლონეთის ქალაქ პრეჟვოდოვში ჩამოვარდა, რომელიც რუსეთ-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.