დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის სეიმის ვიცე - სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა, ქუთაისში ვიზიტის დროს მოინახულეს ე.წ. შინსახკომის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია, რომელიც სტუმრებს დანაგვიანებული დახვდათ და თავად დაასუფთავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ადგილი, რომელიც პოლონელმა სტუმრებმა მოინახულეს, არ შეესაბამება იმ ლოკაციას, სადაც მდებარეობდა ე.წ. შინსახკომის ბანაკი და რომელიც წინასწარ იყო მითითებული საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ შემუშავებული ვიზიტის პროგრამაში.
აღსანიშნავია, რომ ბანაკი, სადაც პოლონელი ტყვეები 1945-1947 წწ პატიმრებთან ერთად იყვნენ განთავსებულნი, რამდენიმე სხვადასხვა შენობაში მდებარეობდა, მათ შორის ქუთაისის ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ. ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია სხვადასხვა დროს, არაერთ საერთაშორისო სტუმარს მოუნახულებია, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკიდან, იგივე სტუმრები - ელჩიც და ვიცე სპიკერიც არაერთხელ ყოფილან. ჩვენთვის უცნობია, თუ რატომ შევიდა დელეგაციის ვიზიტის პროგრამაში ცვლილება და წინასწარ განსაზღვრული ტერიტორიის ნაცვლად დელეგაციის მიყვანა მოხდა კერძო ტერიტორიაზე. მით უმეტეს, რომ ვიზიტის მომზადების დროს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი სტუმრების მისვლას გეგმავდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ტრადიციულად, პროტოკოლით არის განსაზღვრული ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიის მონახულება", - აღნიშნულია განცხადებაში.