დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს ლინკევიჩსი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ ევროპაში, ან სხვა ცივილიზებული ქვეყნებში მოგზაურობის უფლება, მანამ სანამ მოსკოვი აგრძელებს აგრესიას უკრაინაში. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, არამედ პრივილეგიაა, რომლითაც არ უნდა ისარგებლონ სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას.
ერთი ნაბიჯი რუსეთის შესაჩერებლად არის ის, რომ ფართო საზოგადოებამ იგრძნოს სანქციების და მოგზაურობის აკრძალვის შედეგები",- წერს ლინკევიჩსი.
Travel to Europe or any other civilised country for Russians is not an inherited and divine right but a privilege that should not be enjoyed while Russia continues its aggression
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) August 10, 2022
One step to stop Russia is that general public feels effects of sanctions and travel ban #visaban