პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ომის 169-ე დღე - საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს.
ოკუპანტთა სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის, ბახმუტის, ხარკოვისა და მიკოლაევის დასახლებული რაიონები.
დნეპროპეტროვსკში სარაკეტო დარტყმებს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკიზე განხორციელებულ თავდასხმას.
ამასთან, ბახმუტში დაბომბვის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში კი ოკუპანტებმა სტარი სალტოვის რაიონი დაბომბეს, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.