ვრცელდება დედის და ბებიის დაკავების კადრები, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს
1745667003
ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა ყირიმის „საკის“ აეროდრომის სატელიტით გადაღებული ფოტოები გაავრცელა, სადაც ორი დღის წინ აფეთქებები მოხდა.
ფოტოებზე ასახულია დამწვარი ტერიტორია და რამდენიმე განადგურებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი.
ბოლო მონაცემებით, განადგურებულია მინიმუმ 9 თვითმფრინავი, ფოტოებზე გარკვევით ჩანს რამდენიმე კრატერიც.
„თავდასხმაზე უკრაინას პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ ეს ახალი მტკიცებულება მიუთითებს მიზანმიმართული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზე“, - წერს BBC-ი.
აფეთქება რუსეთის საჰაერო ძალების საკის ავიაბაზაზე მოხდა, რომელიც უახლესი ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზეა განთავსებული. ბაზაზე განლაგებულია Su-24,Su-25, su-30-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.
„რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს“,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმში აფეთქებებს.