„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
რუსებს სევერსკში ქვეითი ჯარი შეჰყავთ, ქალაქი თანდათან მტრის ხელში ვარდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState-ი ავრცელებს.
პლატფორმის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო არმიამ დონეცკის რეგიონში ხუთი სოფელი – ლისოვკა, სუხოი იარი, გნატოვკა, როგი და ნოვოპავლოვკა დაიპყრო და სევერსკში ქვეითი ჯარის შეყვანას აგრძელებს, ქალაქი თანდათან მტრის ხელში ვარდება.
„მტერი ქალაქში ქვეით ჯარის შეყვანას აგრძელებს, ამჟამად, სიტუაცია ნეგატიურად ვითარდება, რადგან სევერსკი თანდათან მტრის ხელში ვარდება. წინასწარი მონაცემებით, დასახლების ნახევარი მტრის კონტროლის ქვეშაა“, – აცხადებენ პლატფორმის ანალიტიკოსები.
DeepState-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში კამენსკოე აიღეს.