რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მიზეზი ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული სამი რუსული დრონი გახდა, რომლის გამოც, რუმინეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაირღვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა.