რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა

ლეო XIV

პაპი ლეო XIV უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ვატიკანმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგს „ტრაგიკული“ უწოდა.

„ეს ყველაფერი ტრაგიკულია, რადგან ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს იქნებოდა შესაძლოა ნელი პროცესი, მაგრამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტით. ამის ნაცვლად ჩვენ უკან, საწყის წერტილში დავბრუნდით. ახლა ჩვენ ვნახავთ, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ სიტუაცია რთულია“, – განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ.

მისივე თქმით, პაპი გეგმავს, ვატიკანი ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის.