პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ევროკავშირში არის შვიდი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის სხვა ფორმატების და არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს.
„ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ წარადგინა წინადადებები სხვა ფორმატზე, სთავაზობდა ექსტრაკანდიდატობას ან კანდიდატობას პირობებით. იყო ბევრი განსხვავებული წინადადება, მაგრამ, ფაქტობრივად, არის სამი ძირითადი ქვეყანა, რომელსაც დღეს უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთება არ სურს “, - განაცხადა ოლჰა სტეფანიშინამ.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნული ქვეყნები არ დაასახელა.
საუბარია ევროკავშირის ლიდერების 23-24 ივნისის სამიტზე, სადაც მათ შესაძლოა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღონ.