როგორია რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

რომის პაპი

14 თებერვალს საავადმყოფოში გადაყვანილი, რომის პაპი მკურნალობას რომის საავადმყოფოში აგრძელებს.

ვატიკანის წყაროების მიხედვით, ის რჩება კლინიკაში.

რომის პაპმა ფრანცისკემ, კიდევ ერთი მშვიდი ღამე გაატარა რომის Gemelli Hospital-ში, სადაც ის ორმხრივი  პნევმონიით მოათავსეს. 

ვატიკანის წყაროებმა განაცხადეს, რომ მას სუნთქვის უკმარისობა არ განუცდია.

რომის პაპს ჩაუტარდა მაღალი დონის ჟანგბადის თერაპია. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კლინიკური სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით, პროგნოზი უცნობია.

მან მთელი დღე სავარძელში გაატარა და მონაწილეობა მიიღო, ოთხშაბათის რიტუალში, რომელსაც კათოლიკეები აღნიშნავენ.

 

ავტორი: სოფა აბაშიძე