როგორ აღმოაჩინა პოლიციამ სერიული მკვლელი, რომელმაც 2 წელში 22 მოხუცი მოკლა - ბილი ჩემირმირის საქმე

მკვლელობა

ამ სერიულმა მკვლელმა 2016-2018 წლებში 22 მოხუცი მოკლა და მათი ძვირფასეულობა და ფული მოიპარა. 

2018 წელს მან 91 წლის მოხუცის მოკვლა სცადა, თუმცა ქალი გადარჩა. სწორედ ამის შემდეგ დაიჭირეს სერიული მკვლელი.

მისი ბოლო „მსხვერპლი“ მერი ბარტელი იყო. ქალი დილით სასეირნოდ გავიდა, შემდეგ დაბრუნდა სახლში და კომპიუტერზე წერილის წერა დაიწყო. სწორედ ამ დროს გაიგონა კარზე გაუჩერებელი კაკუნი.

„მე გავაღე კარი და დავინახე კაცი თავისი მწვანე რეზინის ხელთათმანებით. მე ვცადე უკან დახევა, მაგრამ 91 წლის ვარ, ის ახალგაზრდა და კუნთოვანი იყო. მან მითხრა, რომ საწოლზე დავწოლილიყავი“,- იხსენებდა მოხუცი პოლიციასთან.

შემდეგ მამაკაცმა აიღო ბალიში და სცადა მისი გაგუდვა.

„ვგრძნობდი, თითქოს ვერ ვსუნთქავდი. მეგონა, მოვკვდებოდი. მე არ მეშინია სიკვდილის, მაგრამ ასე სიკვდილი არ მინდოდა“,- ამბობდა მოხუცი.

მას შემდეგ, რაც კაცი დარწმუნდა, რომ მოხუცი გარდაცვლილი იყო, მან მოიპარა ძვირფასეულობა და ტერიტორიიდან გაიქცა. 91 წლის მოხუცი მისმა მეგობარმა უგონო მდგომარეობაში იპოვა და საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც მისი გადარჩენა შეძლეს.

ბარტელის მკვლელობის მცდელობამდე, ექვსზე მეტი ქალი გარდაიცვალა იმავე ტერიტორიაზე მაგრამ პოლიცია ვარაუდობდა, რომ ისინი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპნენ. 

მალევე პოლიციამ შეიტყო კიდევ ერთი საეჭვო სიკვდილის შესახებ. მისი ბოლო მსხვერპლი 82 წლის ენ კონკლინი იყო, რომელიც ბარტელის მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობდა. ქალი ქალიშვილმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვა. ქალის ნივთებს ბეჭედი და საათი აკლდა.

ამის შემდეგ, პოლიციამ ადგილი დაათვალიერა, ნახა კამერების ჩანაწერები და ეჭვმიტანილსაც მიაგნო. სერიული მკვლელი ბილი ჩემირმირი იყო. მეორე დღეს ბილი დააკავეს. 

მთლიანობაში, ჩემირმირს ბრალი წაუყენეს 22 მოხუცის მკვლელობაში 2016-2018 წლებში.

2023 წლის სექტემბერში 50 წლის ჩემირმირი ტეხასის ციხის საკანში მოკლული იპოვეს.