როდესაც საქმე უკრაინის NATO-ში მომავალ წევრობას ეხება, ეს შეუქცევადია, გადაწყვეტილებები ვაშინგტონის სამიტზეა მიღებული და არ იცვლება - მარკ რუტე

მარკ რუტე

"არავინ დაჰპირებია უკრაინას, რომ NATO-ში გაწევრიანება შეთანხმების ნაწილი იქნებოდა", - ამის შესახებ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა განაცხადა.

მარკ რუტემ აქვე აღნიშნა, რომ როდესაც საქმე უკრაინის NATO-ში მომავალ წევრობას ეხება, ეს შეუქცევადია, გადაწყვეტილებები ვაშინგტონის სამიტზეა მიღებული და არ იცვლება.

"ამერიკის პრეზიდენტი მუშაობს უკრაინაში ხანგრძლივ მშვიდობაზე. ანუ არა მინსკი 3, როგორც ადრე გვქონდა, არამედ ცეცხლის შეწყვეტა და რეალური სამშვიდობო შეთანხმება. მაგრამ არავინ დაჰპირებია უკრაინას, რომ NATO-ში გაწევრიანება შეთანხმების ნაწილი იქნებოდა. მაგრამ როდესაც საქმე უკრაინის NATO-ში მომავალ წევრობას ეხება, ეს შეუქცევადია, გადაწყვეტილებები ვაშინგტონის სამიტზეა მიღებული და არ იცვლება", - განაცხადა მარკ რუტემ.