დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
რიო-დე-ჟანეიროს ცნობილი კარნავალი გასულ შაბათს დაიწყო. გამოპრანჭულ პატრონებთან ერთად რიოს ქუჩები ასობით , საზეიმოდ გამოწყობილმა ცუგამ გაავსო, რომლებსაც თავიანთი პირადი კარნავალი ჰქონდათ მოწყობილი.
სამბას მუსიკის ჰანგებს აყოლილი ძაღლები რიოშის დასავლეთ ნაწილში, ბარრა და ტიუკაში სპეციალურად მათთვის მოწყობილ ქუჩის წვეულებაზე შეიკრიბნენ, რომელსაც ბრაზილიაში ბლოკაოს უწოდებენ - "bloco" კარნავალის ქუჩის წვეულებას ნიშნავს, "cao" კი - ძაღლს.
„ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი ტრადიციაა, აქ უკვე წლებია, დავდივარ", - ამბობს 42 წლის ექთანი პრისცილა დოშ სანტოშ სილვა, რომლის ჩიხუახუაც წვეულებისთვის თოჯინას ფორმაშია გამოწყობილი. "საუცხოოა შინაური ცხოველებისა და ოჯახების ურთიერთობის ყურება. გარშემო დიდი სიხარული ტრიალებს და ყველა ერთობა. ეს სრულიად სხვა კარნავალია."
71 წლის ანტონიო მარინიო ამბობს, რომ წლევანდელი ბლოკაო ძაღლების მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემით გამოირჩეოდა — რიოში ახლა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურაა, ამიტომ ძაღლებისთვის ქუჩებში დასარწყულებელი სადგურები იყო მოწყობილი. ამასთან ერთად, ტრადიციულმა პარადმა, რომლის დროსაც პატრონები თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად მუსიკის ფონზე რიოს ქუჩებში დადიან, გზიდან ტროტუარზე გადაინაცვლა, რათა ძაღლებს თათები არ დასწვოდათ.