რიანას და A$AP Rocky-ს ქალიშვილი გაუჩნდათ

რიანა

მომღერლები რიანა და A$AP Rocky მესამედ გახდნენ მშობლები: ორი ბიჭის შემდეგ მათ გოგო გაუჩნდათ.

ფოტო ახალშობილ ქალიშვილთან რიანამ Instagram-ზე გამოაქვეყნა და გაამხილა, რომ ბავშვი, რომელსაც როკი აირიში დაარქვეს, 13 სექტემბერს დაიბადა.

37 წლის რიანამ მესამე ორსულობის შესახებ საზოგადოებას „მეტ გალაზე“ აცნობა.