ეკა სეფაშვილი: მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას შეახსენა ის, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც რატომღაც ხშირად ავიწყდება ძალიან ბევრ ქვეყანას

ეკა სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა გაეროში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებულ მესიჯებს მნიშვნელოვანი გზავნილი უწოდა. პრეზიდენტმა გუშინდელ გამოსვლაში რამდენიმე სამშვიდობო ინიციატივა გაახმოვანა.

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ
ის სამშვიდობო გზავნილები, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, სამწუხაროდ დავიწყებული აქვს ძალიან ბევრ სახელმწიფოს.

„მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც ამ ბოლო დროს რატომღაც ხშირად ავიწყდება ძალიან ბევრ ქვეყანას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის იმ ძალისხმევაში, რასაც ვატარებთ მშვიდობის შენარჩუნებისათვის," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა სეფაშვილმა.