9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ფრონტზე 200 საბრძოლო შეტაკება მოხდა, რომელთაგან ყველაზე დიდი რაოდენობა – 67 პოკროვსკის სექტორში დაფიქსირდა.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 25 სექტემბრის საღამოდან, რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 154 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. მათგან 128 დრონი განეიტრალდა, თუმცა 26-მა სამიზნეს მიაღწია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ მოწინააღმდეგის 940 ჯარისკაცი გაანეიტრალეს, ასევე გაანადგურეს 400-ზე მეტი ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა.