Reuters: ჩრდილოეთ ირლანდიაში მესამე დღეა არეულობაა

ჩრდილოეთ ირლანდია

ჩრდილოეთ ირლანდიის სხვადასხვა ადგილებში არეულობა არ ცხრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდებმა ღამით გასართობ ცენტრში ხანძარი გააჩინეს, თუმცა არეულობის ეპიცენტრში, ქალაქ ბელიმენში სიტუაცია მეტ-ნაკლებად კონტროლს ექვემდებარება.

როგორც Reuters-ი იუწყება, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სამშაბათს საღამოს ასობით ნიღბიანი ადამიანი ქალაქ ბელიმენის ცენტრში გამოვიდა და სახლები და ავტომობილები დაწვა. ბელიმენის მოსახლეობა 30 ათას ადამიანს შეადგეს. ქალაქი ბელფასტიდან 45 კილომეტრში მდებარეობს. პოლიციამ მომხდარს „რასისტული ბანდიტიზმი“ უცოდა.

არეულობის მიზეზი ის გახდა, რომ ორშაბათს პოლიციამ 14 წლის ორი მოზარდი დააკავა, რომელთაც ბრალად ერთ-ერთ მოზარდ გოგონაზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა ედებათ. დაკავებულები რუმინელები არიან.