გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსად, გენერალ-მაიორი აბდოლრაჰიმ მუსავი დანიშნა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
გენერალ-მაიორმა მუსავიმ ამ პოსტზე ჩაანაცვლა გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაყერი, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა, წერს ირანული მედია.
გარდა ამისა, როგორც ირანული მედია იუწყება, ისრაელის თავდასხმას აგრეთვე ემსხვერპლნენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი და ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის „ხატამ ალ-ანბიას“ მეთაური, გენერალი გოლამალი რაშიდი
ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.