Reuters: აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგი 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგი 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის სტრატეგიულ ნავთობის რეზერვში ნედლი ნავთობის მარაგი 5.5 მილიონი ბარელით შემცირდა და 325,7 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 1983 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარაგების შემცირება უკავშირდება აშშ-ის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც 172 მილიონი ბარელის გამოშვება ხდება გლობალური მარაგების დეფიციტის შესავსებად ირანის ომის შემდეგ და საწვავის ფასების შემცირების მიზნით.

ბოლო კვირებში აშშ-ის ნავთობის მარაგები სწრაფად იკლებს, რაც განპირობებულია ამერიკული ნავთობის მიმართ ძლიერი ექსპორტისა და გადამუშავების მოთხოვნით, წერს სააგენტო.

ომის დაწყების შემდეგ, თებერვლის ბოლოდან, აშშ-ის საერთო ნავთობის მარაგები, მათ შორის კომერციული და სტრატეგიული რეზერვები, 111,4 მილიონი ბარელით შემცირდა და 19 ივნისის მდგომარეობით 743,3 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც 1984 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.