რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩემი და ჩემი ერის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ვატიკანის სახელმწიფოსა და კათოლიკურ სამყაროს

თურქეთის პრეზიდენტი

ჩემი და ჩემი ერის სახელით ვუცხადებ სამძიმარსა და თანაგრძნობას გარდაცვლილის ოჯახს, ვატიკანის სახელმწიფოსა და კათოლიკურ სამყაროს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

„მწუხარებით შევიტყვე პაპ ფრანცისკეს, კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერისა და ვატიკანის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, პატივსაცემი სახელმწიფო მოღვაწე, პაპი ფრანცისკე იყო ასევე სულიერი ლიდერი, რომელიც მნიშვნელობას ანიჭებდა დიალოგს სხვადასხვა რწმენის ჯგუფებს შორის და ინიციატივას იღებდა ჰუმანიტარული ტრაგედიების წინაშე, განსაკუთრებით პალესტინის საკითხისა და გენოციდზე ღაზაში. ჩემი და ჩემი ერის სახელით, ვუცხადებ ჩემს სამძიმარსა და თანაგრძნობას გარდაცვლილის ოჯახს, ვატიკანის სახელმწიფოსა და კათოლიკურ სამყაროს“, – წერს ერდოღანი.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.