იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა
1745266632
ახმეტაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. დანაშაული 19 აპრილს მოხდა.
ადგილობრივების თქმით, აჩიკო ჯაბანიშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მოკლული პირველად დედამ ნახა.
„სიკეთით სავსე შვილი მყავდა, ვის რას უშავებდა, რომ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს, სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში, მე ვნახე პირველად. ვის რას უშავებდა? ვიცი, რომ უთვალთვალებდნენ, თურმე რა ჰქონდათ განზრახვა...“, - ამბობს მოკლულის დედა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
მკვლელობის ზუსტ მოტივს გამოძიება დაადგენს.