1734207713
რატომ შეაქო ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეაქო. ამის შესახებ CNN წერს.
„თქვენი უშუალო მონაწილეობით და გაეროს შუამავლობით მოგვარდა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის მიწოდების საკითხი. მიწოდება უკვე დაწყებულია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის და იმისთვის, რომ ამავდროულად მიღებულ იქნა გადაწყვეტილებების პაკეტი გლობალურ ბაზრებზე რუსული საკვებისა და რუსული სასუქების უწყვეტი მიწოდების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.
ერდოღანი და პუტინი მოლაპარაკებებს მართავენ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში სამხრეთ რუსეთში.
„ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებიც საკვებისა და სასუქების მხრივ დიდი პრობლემების ზღვარზე არიან, ასეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენი უშუალო მონაწილეობით იქნა მიღებული, ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა პუტინმა.
შეგახსენებთ, სტამბოლში გაერო-ს შუამავლობით მოსკოვმა და კიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სასურსათო კრიზისის შემსუბუქებას, ასევე მარცვლეულის გლობალური ფასების შემცირებას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა.