დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილია, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, უკრაინის ქართულ ლეგიონში გაწევრდა და კიევის მცველთა რიგებში იბრძვის. ის ლეგიონის სპორტულ განყოფილებას უდგას სათავეში და იქ უცხოელ ინსტრუქტორებთან ერთად წვრთნის სამოქალაქო პირებს თავდაცვისა და პარტიზანული ბრძოლისთვის.
კახა ბასილია “სარკესთან” ამბობს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე 3 ათასზე მეტი მოქალაქე გადაამზადეს.
უკრაინაში ყოფნის დროს ბასილიამ რამდენიმე ძაღლიც შეიფარა სხვადასხვა ადგილიდან. გერმანულმა ნაგაზმა ერთხელ იგი განსაცდელისგანაც იხსნა.
„ომის დაწყებიდან ქართულ ლეგიონში სამი გერმანული ნაგაზი შევიფარეთ. ერთს ბაირახტარი დავარქვი, მეორეს – ჯაველინი. ასევე, ბუჩიდან უპატრონოდ დარჩენილი რამდენიმე ჯიშიანი ძაღლი წამოვიყვანეთ, საშინლად იყვნენ დასტრესილები. სარდაფში ვიპოვეთ კანე კორსო შოკირებული. ექიმს ვაჩვენე, ვერ დაგვაიმედა, რომ გადარჩებოდა, გული ვერ გაუძლებსო. ისეთი შეშინებული იყო, ორი დღე არ გამოდიოდა ოთახიდან, მკურნალობა ჩავუტარეთ და მოვასულიერეთ. თანდათან მომჯობინდა და მოძლიერდა, ვეღარც იცნობთ. ლამაზი, ჭკვიანი ძაღლია, ბუჩა დავარქვი.
გერმანული ნაგაზი ბაირახტარი ჩემი ფრონტელი მეგობარია, განსაკუთრებით მიყვარს. სწრაფი და მაგარი ძაღლია, არ მშორდება, ღამით გვერდით მიწევს, მდარაჯობს. ერთ ღამეს სანგარში მეძინა, უცებ შუაღამით დამახტა თავზე. ასე არ იქცევა ხოლმე. ვიფიქრე, გასეირნება უნდა-მეთქი და სანგრიდან ამოვიყვანე. გავცდით სანგარს და 5 წუთში დაიბომბა ზუსტად ის ადგილი, სადაც ვიწექი. თვალებს არ ვუჯერებდი!.. ოთხფეხა მეგობრის ინტუიციამ გადამარჩინა“,- ამბობს იგი.
კახა ბასილია ომის დასრულებამდე უკრაინაში ყოფნას აპირებს, რადგან თვლის, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის.