VIDEO: „ომი უკრაინაში, არის აბსურდი" - სტინგმა ვარშავაში კონცერტი შეაჩერა და მსმენელს მიმართა

სტინგი

სტინგმა ვარშავაში კონცერტი გამართა. მსვლელობისას კი მსმენელს სცენიდან მიმართა, მან უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუთქვა, რუსეთს კი ოკუპანტი უწოდა.
 
„ტირანი ატყუებს თავის ხალხს, მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს. თუ ვინმე არ ეთანხმება ტირანს, მას ემუქრება დაპატიმრება და სიკვდილიც კი. ჩვენ უნდა გავრისკოთ და დავიცვათ ჩვენი უფლება, ვთქვათ სიმართლე. ომი უკრაინაში, არის აბსურდი. თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, ის მოგვინელებს. სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. შეუძლებელია, ეს ბრძოლა წავაგოთ“, – აცხადებს სტინგი
 
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსმა და მისმა მეუღლემ უკრაინის დახმარების ფონდში სოლიდური თანხა გადარიცხეს. მანამდე კი მან უკრაინას სიმღერას მიუძღვნა.