29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732822260
ერთი წლის წინ, ასტანაში, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრმა, კუანდიკ ბიშიმბაევმა სასტიკად მოკლა 31 წლის მეუღლე.
2024 წლის 13 მაისს, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო.
31 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
რამდენიმე დღეა, სოცქსელები და განსაკუთრებით კი, "ტიკტოკი" აჭრელდა შემდეგი ინფორმაციით, რომ ბიშიმბაევი ციხიდან გაიქცა.
კუანდიკ ბიშიმბაევის გაქცევის შესახებ დეზინფორმაცია მალევე უარყო ოფიციალურმა ორგანოებმა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის განცხადებით, ბიშიმბაევი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა შეუცვლელია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო ინფორმაციის გაჟღერების წყაროს დასადგენად, თუმცა ზუსტი წყარო, ამ ეტაპზე, უცნობია.
დეზინფორმაციის ასეთი გავრცელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა საზოგადოების ყურადღების მიქცევას და ზოგიერთმა პორტალმა ეს სიახლე უნებურად გაიზიარა.
ყაზახეთის ყოფილი მინისტრი, ქუანდიკ ბიშიმბაევი, 24-წლიან სასჯელს ყაზახეთის ერთ-ერთ მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის. მას 2024 წლის 13 მაისს ასტანაში გამართულ სასამართლო პროცესზე დაუდასტურდა ბრალი ცოლის, სალთანათ ნუკენოვას, სასტიკად წამებისა და მკვლელობისთვის. ნუკენოვას მკვლელობის საქმე ყაზახეთში საზოგადოებრივმა აღშფოთებამ გამოიწვია და გაამკაცრა ოჯახური ძალადობის შესახებ კანონები, რაც მსხვერპლთა დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის.