რატომ აქვს ვიქტორია ბეკჰემს ნიშნობის 15 ბეჭედი

ვიქტორია ბეკჰემბი

ჰოლივუდში ცნობილი ამბავია, რომ ვიქტორია ბეკჰემს არა ერთი, არა ორი, არა სამი... არამედ 15 ნიშნობის ბეჭედი აქვს — ინგლისელმა ფეხბურთელმა, დევიდ ბეკჰემმა, Spice Girls-ის რჩეულს 26-წლიანი ქორწინების განმავლობაში სწორედ ამდენი ძვირფასი ნიშნობის ბეჭედი აჩუქა.

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები, რომლებიც ცნობილი ადამიანების სიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება აკავშირებთ, 1998 წელს დაინიშნნენ. მაშინ დევიდმა ვიქტორიას ხელი მარკიზის ჭრის ბრილიანტით სთხოვა, რომელიც ოქროს რგოლზე იყო დამაგრებული. თუმცა, ამის შემდეგ ვიქტორიას ბრჭყვიალა კოლექცია კიდევ უფრო გამდიდრდა.

მას შემდეგ, რაც წყვილმა ვარსკვლავებით დახუნძლული ქორწილი გადაიხადა ირლანდიაში, 1999 წლის 4 ივლისს, ვიქტორიამ მარცხენა ხელის მეოთხე თითზე პლატინის "მარადიული" ფორმის ბეჭედი მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ მარკიზის ფორმის ბრილიანტი ალბათ დღემდე მისი კოლექციის ყველაზე ძვირფასი წევრია, მოდის მაგნატს მას შემდეგ არაერთხელ მოურგია ხელზე სხვადასხვა ბრილიანტის, ლალის, ზურმუხტისა და საფირონის თვლებით დამშვენებული ნიშნობის ბეჭდები, დევიდ ბეკჰემთან ქორწინების ნიშნად.

ვიქტორია ბეკჰემს არ სწამს, რომ ნიშნობის ბეჭედი უცვლელი უნდა იყოს, ამიტომ დევიდ ბეკჰემთან ქორწინების აღმნიშვნელ სამკაულს ხშირად იცვლის.