„რა თქმა უნდა, მსურს ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ გარანტიებით“ – ზელენსკი

ტრამპი ზელენსკი

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის დროს პრეზიდენტებმა ცხარე დებატები გამართეს.

ტრამპი: „ახლა რომ შეგეძლოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, გეტყოდით რომ ეს გაგეკეთებინათ, რადგან ტყვიები შეჩერდებოდნენ.“

ზელენსკიმ უპასუხა: „რა თქმა უნდა, მსურს ომის შეჩერება.“

ტრამპმა სიტყვა შეაწყვეტინა: „ესე იგი, არ გინდა ცეცხლის შეწყვეტა?“

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მას ცეცხლის შეწყვეტა „გარანტიებით“ სურს.

ზელენსკიმ ტრამპს ურჩია, რომ ამ საკითხზე აზრი თავად უკრაინელ ხალხს ჰკითხოს.