პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დადგენილია, რომ სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის დროს ასაფეთქებლად გამოყენებული იყო ტროტილი. ამის შესახებ სულეიმან სოილუმ განაცხადა.
სოილუს ინფორმაციით, ტერაქტის უშუალო შემსრულებელმა ქალმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ ის თურქეთში ქურთ მუშათა პარტიის წევრებმა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთებმა გაგზავნეს.
„მათ შორის იყო ტერორისტი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ტერაქტის შემსრულებლის ლიკვიდაცია. ის რომ არ დაგვეკავებინა, უკვე დღეს გაიქცეოდა საბერძნეთში“, – განაცხადა სოილუმ.
სტამბოლში ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა. შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავდა 81 მოქალაქე.