რა კითხვას უსვამს ილონ მასკი კანდიდატებს გასაუბრების დროს - ბევრი პასუხს ვერ გამოიცნობს

ილონ მასკი

ილონ მასკი ხშირად უსვამს გამოცანებს სამუშაო კანდიდატებს ინტერვიუების დროს. ერთ-ერთი მათგანი გეოგრაფიას უკავშირდება და ბევრისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს.

უცხოურმა გამოცემამ აღნიშნა, რომ მასკი ყველაზე ხშირად უსვამს ამ კითხვას კანდიდატებს, SpaceX-ის საინჟინრო პოზიციებზე. ის დარწმუნებულია, რომ მათ უნდა იცოდნენ სწორი პასუხი.

კითხვა ასე ჟღერს: „თქვენ დგახართ დედამიწის ზედაპირზე. თქვენ მიდიხართ ერთი კილომეტრით სამხრეთით, ერთი კილომეტრით დასავლეთით და ერთი კილომეტრით ჩრდილოეთით. საბოლოო ჯამში, თქვენ აღმოჩნდებით იმ ადგილას, სადაც დაიწყეთ. სად ხართ?“

გამოცემაში ხაზგასმულია, რომ რამდენიმე სწორი პასუხი არსებობს.

ერთ-ერთმა ბლოგერმა ამ კითხვის პასუხად ჩრდილოეთ პოლუსი აირჩია.

გამოცემა იხსენებს, რომ The Guardian-ის რეპორტიორმა ალექს ბელოსმა გამოცანის ალტერნატიული გადაწყვეტა შემოგვთავაზა:

„სამხრეთ პოლუსთან არის უსასრულო რაოდენობის ადგილები, სადაც თუ მიდიხარ სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით ერთი კილომეტრით, დაბრუნდები ზუსტად იქ, სადაც დაიწყე“.