"ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად, ვიმეორებ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა" - შვედეთის პრემიერი

შვედეთის პრემიერი

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას გამოეხმაურა. კრისტერსონი ხაზს უსვამს, რომ რეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიული არჩევნების შედეგად არის არჩეული, ხოლო უკრაინისა და ევროპის შესახებ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს უკრაინისა და ევროპის ჩართულობის გარეშე.

ამასთან, შვედეთის პრემიერის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა თავდაცვა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიერონ.

"ომი რუსეთმა დაიწყო. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიული არჩევნების შედეგად აირჩიეს. ვფიქრობ, რომ არავის უნდა უკრაინაზე მეტად არჩევნები, რადგან არჩევნების ჩატარება ნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობაა და მათ თავისი ქვეყნის მართვა თავად შეუძლიათ. უკრაინა უნდა იღებდეს მონაწილეობას მშვიდობის პირობების ჩამოყალიბებაში. უკრაინის შესახებ არაფერი უნდა წყდებოდეს უკრაინის გარეშე; ასევე, არაფერი ევროპული პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის მონაწილეობის გარეშე, - და მესამე: მეტმა ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად, ვიმეორებ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა," - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.