საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1746819306
უკრაინა ხვალ ე.წ. მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ გვჭირდება ეს კოალიცია და ის საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რათა ჩვენი საერთო ხედვის შესაბამისად უზრუნველყოს უსაფრთხოება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინა მოკავშირეებისგან უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს ითხოვს, რათა დაიცვას ქვეყანა რუსეთის ნებისმიერი სამომავლო სამხედრო აგრესიისგან. კოალიცია შესაძლო გარანტიების ფარგლებში უკრაინაში შეზღუდული უცხოური კონტინგენტის განლაგების შესაძლებლობას განიხილავს.