პაპ ლეო XIV-ის ძმებს ეშინიათ, რომ ძმას ვეღარასდროს ნახავენ და უცნაურ წინასწარმეტყველებაზე საუბრობენ
1746822590
აშშ-ში, იუტას შტატში, 77 წლის გერმანელი მამაკაცი არჩსის ეროვნულ პარკში ლაშქრობისას კლდიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
ეროვნული პარკის სამსახურის ცნობით, რუდოლფ პეტერსი, The Windows Loop-ის სახელწოდებით ცნობილი ბილიკის რთულად გასავლელ მონაკვეთზე იყო, როდესაც ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა.
მედიის ცნობით, პეტერსის რეანიმირებას სასწრაფო დახმარების ჯგუფი და რეინჯერები ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პარკის სამსახური გამოძიებას შერიფის ოფისთან ერთად აწარმოებს.