ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება ოქროსთან და სხვა ძვირფას ლითონებთან დაკავშირებით
1770497225
ჩინეთის განსუს პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ქალმა სოციალურ ქსელში სახელი მის მიერ შექმნილი საქორწინო კაბით გაითქვა. მან ის ცემენტის 40 ტომრისგან შეკერა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
წვიმიანი ამინდის გამო 28 წლის ტან ლილი მინდორში სამუშაოდ არ წავიდა. სახლში ყოფნა მოსწყინდა და რემონტის შემდეგ დარჩენილი ტომრებით ტანსაცმლის აწყობა დაიწყო.
მანამდე მან ამის გაკეთება გაზეთებით, ბალახებით, ყვავილებით და სხვა უცნაური მასალებით სცადა.
სამ საათში კაბა მზად იყო. კაბის გარდა მან გრძელი შლეიფი და ქუდიც შეკერა.
სოცქსელში ქალს ცემენტის დედოფალი უწოდეს.