ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა
1770561358
ჩინელმა სამართალდამაცველებმა 3 წლის ბიჭი იპოვეს, რომელიც მშობლებმა დაახლოებით 1 წლის წინ უცხო ოჯახს მიჰყიდეს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
ბავშვი 8 თვიდან ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა. ერთ-ერთი ვიზიტისას ბავშვის მშობლებმა ის წაიყვანეს და 2018 წლის იანვარში გაშვილების მიზნით უცხო წვილს მიჰყიდეს. ცოლ-ქმარმა სანაცვლოდ დაახლოებით 18 000 დოლარი მიიღო, რომელიც მათ თანაბრად გაიყვეს.
შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვის ბაბუამ შვილი მოინახულა, რომელიც იმ დროისთის ციხეში იყო. სწორედ იქ გაირკვა, რა შეემთხვა ბავშვს.
ბაბუამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც ის იპოვეს და ბებიას და ბაბუას დაუბრუნეს.
ბიჭის დედა და ასევე წყვილი, რომელმაც ბავშვი იშვილა, უკვე დაკავებულია.