ქალმა, რომელიც მთელი ცხოვრება მზეს ემალებოდა, ძილში ნეკნი მოიტეხა

ჩინელი ქალი

ჩინელმა ქალმა D ვიტამინის დეფიციტის გამო ძილში ნეკნი მოიტეხა, ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

48 წლის ქალმა ქალაქ ჩენდუდან, უბრალოდ, ძილში გადაბრუნებით ნეკნი მოიტეხა.  როგორც ექიმებმა აღმოაჩინეს, მიზეზი ორგანიზმში D ვიტამინის კრიტიკულად დაბალი დონე იყო. გაირკვა,რომ ქალი წლების განმავლობაში მზეს ემალებოდა.

როგორც გამოცემა წერს, ბავშვობიდან პაციენტს ეცვა მხოლოდ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი, მუდმივად იყენებდა მზისგან დამცავ კრემს და იშვიათად იყო გარეთ. ამან გამოიწვია ძვლის დაჩქარებული რეზორბცია და მძიმე ოსტეოპოროზი.