VIDEO: „ეს ძალიან მარტივი იყო" - მერაბ დვალიშვილის ემოციები გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილი

UFC 316-ის მთავარ ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი მესამე რაუნდში დააფინიშა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი მეორედ დაიცვა.

ორთაბრძოლის შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ძალიან მარტივი გამარჯვება მოიპოვა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს არავის დაუთმობს. 

"ეს ძალიან მარტივი იყო - მე არ ვაპირებ ქამარი ვინმეს დავუთმო. მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ვარ და აღარ ვარ მშიერი"- მერაბ დვალიშვილი.