მეცნიერებმა დაასახელეს 2 პროდუქტი, რომელიც დემენციას იწვევს

დემენცია

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 15-წლიანი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომელიც აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს კვების რაციონი, ტვინის ჯანმრთელობასა და ქრონიკული დაავადებების განვითარებაზე.

ექსპერიმენტში 2500 ხანდაზმული ადამიანი მონაწილეობდა და მათ 15 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც რეგულარულად მოიხმარდა წითელ და გადამუშავებულ ხორცს (ბეკონი, ძეხვეული, ბურგერები) და შაქრიან გაზიან სასმელებს, უფრო მეტად ჰქონდათ გულის დაავადებებისა და დემენციის განვითარების რისკი. ამ რაციონმა „კვების ანთებითი ინდექსის" (EDII) მიხედვით, ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა.

ამრიგად, ახლა უკვე მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ არასწორი კვება, პირდაპირ კავშირშია დემენციის და პარკინსონის დაავადების, დეპრესიის, ასევე, დიაბეტის, კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებთან.

და პირიქით, დაბალანსებული კვების რაციონის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მცირდება ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი. ეს კი, იმაზე მიუთითებს, რომ ჯანსაღი კვება ქრონიკული ანთების (ანთების და დაბერების კომბინაცია) პროცესს ანელებს.