1770743848
ქალმა განქორწინება ქმრის ზედმეტი სიყვარულის გამო მოითხოვა (უცხოეთი)
არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქემ გადაწყვიტა ქმარს იმის გამო გაშორდეს, რომ კაცს ის გადაჭარბებულად უყვარს. ამის შესახებ Khaleej Times-ი წერს.
ადგილობრივი გაზეთის ცნობით, ქალს ის არ მოეწონა, რომ 1-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მასთან არასდროს უკამათია და მის მიმართ სულ თბილი დამოკიდებულება აქვს.
„მინდა ხან ვიკამათო ან წავეჩხუბო, თუმცა ჩემს რომანტიულ ქმართან ეს შეუძლებალია, რომელიც მუდმივად მპატიობს და საჩუქრებით მანებივრებს“- ამბობს ქალი.











