ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს, უკრაინის ომის საკითხზე, პუტინთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა.

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ვლადიმერ პუტინთან გამართულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს და მას "კარგსა და ნაყოფიერს" უწოდებს, - ამის შესახებ BBC წერს.

ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის დაწერა, რომ მოლაპარაკებებმა უზრუნველყო "ძალიან კარგი შანსი, რათა ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს".

"ჩვენ ახლა რუსეთთან განვიხილავთ ცეცხლის შეწყვეტის საკითხს. ამ თემაზე გვქონდა ძალიან კარგი მოლაპარაკებები და ძალიან კარგი პასუხები, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, რა მოხდება - ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი", - აღნიშნავს ტრამპი.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოსკოვში თითქმის 14 საათი გაატარა. სტივ უიტკოფი დახურულ კარს მიღმა ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რომელმაც სტუმარს საკუთარი პირობები გააცნო. კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსკოვში არ გაკეთებულა. შეხვედრის დეტალებს არც კრემლი ასაჯაროებს.