„არასდროს გაასესხოთ 200 ლარი...“ - თუ გინდათ, რომ მუდამ გქონდეთ ფული – ეს რჩევები დაგეხმარებათ
1741969922
თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას სხვადასხვა სახეობის მოიერიშე შაშხანები საჩუქრად გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი დაესწრნენ.
სტუმრებმა იარაღები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მონაცემებს გაეცნენ. მოგვიანებით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზის სასროლეთზე გადაინაცვლეს და ახალი შაშხანები პრაქტიკაში გამოცადეს.
სნაიპერული შაშხანების გადაცემა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის უწყებები მრავალი წელია სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობენ.