მკვლელობის დღეს ახლობლის პანაშვიდზე იყო... - რა არის ცნობილი ვაკეში მოკლულ ლევან ჯანგველაძეზე

ლევან ჯანგველაძე

გა­სულ ღა­მეს ვა­კე­ში, დაახლოებით 11 საათზე მოკ­ლუ­ლი 58 წლის ბიზნესმენი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის ძმა, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძეა. ძმები ჯანგველაძეები სოხუმიდან არიან.

როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, ლევანი მოსკოვიდან ჩამოფრინდა და მკვლელობის დღეს იყო ახლობლის პანაშვიდზე.

„ასე მითხრეს მიცვალებული თვითონ ჩამოასვენაო.. ყველას ეხმარებოდა ლევანი, ბიზნესები ჰქონდა რუსეთში. რამდენს სიცოცხლე შეუნარჩუნა. იყო უაღრესად კეთილი. მეუღლე მოსკოვიდანაა. 2 შვილი ჰყავთ. ლევანს თბილისში ყავს დედა და და.",- გვიყვება ინფორმირებული წყარო.

58 წლის ბიზნესმენს თბილისში დაკრძალვენ. შსს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.