„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ვლადიმერ პუტინმა რუსეთში საწვავის დეფიციტი აღიარა და დიზელის ექსპორტის აკრძალვა დააანონსა.
ამასთან, კრემლის ლიდერმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, უკრაინის საკითხზე დონალდ ტრამპის პოზიციის შეცვლის შესახებ და აღნიშნა, რომ ალასკაზე შარშან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მოსკოვი მზად არის აშშ-სთან დიალოგი უკვე რუსეთში გააგრძელოს.
პუტინმა, ასევე, უარყო კიევის წინადადება ორმხრივი ავიადარტყმების შეწყვეტაზე და მას მოსკოვის მიზნებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა და ლუკაშენკომ ნოვგოროდში, ორდღიანი საიდუმლო შეხვედრა გამართეს, სადაც უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე, ომის მიმდინარეობა განიხილეს.