კიბოს ახალმა საწინააღმდეგო ვაქცინამ 15 პაციენტს სიმსივნე სრულიად გაუქრო
1780594091
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა „წყლის ნაყვის“ წინააღმდეგია.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი კვირის წინ მას რუსეთის „ბიზნესწრეების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა“ დაურეკა და შეატყობინა, რომ კიევში იყო მიწვეული. პუტინმა დაამატა, რომ მოგვიანებით ის დაბრუნდა და უთხრა: „ყველანაირი ზედმეტი დეტალის მიღმა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბატონმა ზელენსკიმ შეხვედრა ითხოვა“.
„მე ვამბობ, რომ უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ შეხვედრა, როგორც ჩვენთან იტყვიან, წყლის ნაყვა რომ არ გამოვიდეს - მე ეს უკვე გამოვიარე“, - განაცხადა მან სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.