წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1780683825
აშშ-სა და ირანს შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება დამოკიდებულია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის 24 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივების გათავისუფლების ბრძანებაზე. ამის შესახებ „სიენენს“ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განუცხადა.
მისი თქმით, „ბურთი ახლა ტრამპის მოედანზეა“.
„მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს ჩიხი უნდა გადალახოს. ბურთი ტრამპის მოედანზეა“, – განაცხადა მოჰსენ რეზაიმ.
ამასთან, ირანელმა მაღალჩინოსანმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ აშშ „ბნელ დერეფანში შევა“, თუ ის საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, ირანმა მოითხოვა გაყინული აქტივების, 12 მილიარდი დოლარის გათავისუფლება, როგორც კი აშშ-თან დროებითი შეთანხმება გაფორმდება, კიდევ 12 მილიარდი დოლარის კი, მოგვიანებით ეტაპზე.
როგორც მედია წერს, „აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ამ ეტაპზე აქტივების ნებისმიერი განბლოკვით მათ შესაძლოა, რეჟიმზე გავლენის მთავარი ბერკეტი დაკარგონ“.
ამასთან, რეზაიმ აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თანხების პოტენციური გათავისუფლება ირანისა და ამერიკის „მომავლის ახალი ჰორიზონტი“ იქნებოდა.
„ტრამპს ირანთან შეთანხმების მიღწევა თუ სურს, 24 მილიარდი დოლარი არის ნდობის გამოცდა. ეს არის გამოცდა, რომელიც ამერიკამ უნდა გაიაროს და გზა გაიხსნება“, – განაცხადა მოჰსენ რეზაიმ.