+34° გრადუსამდე დათბება! - როგორი ამინდი იქნება მთელი თვის განმავლობაში

რატომ გვტკივდება თავი სიცხეში

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21 +22°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.  თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +22, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +31, +34°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთიან რაიონებში +19, +20°C, მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +8, +5°C-მდე, მაღალმთაში +3, 0°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +28, +31°C- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს. 

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +20, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +31 ,+34°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +20, +21°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 1°C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +30, +33°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +18, +19°C, მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +5, +2°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში 0, -3°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +27, +30°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.