პუტინმა დელიმხანოვს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა

დელიმხანოვi

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამზან კადიროვის უახლოეს მეგობარსა და თანამოაზრეს, დუმის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

ამის შესახებ ირკვევა განკარგულებით, რომელიც 26 აპრილსაა ხელმოწერილი. დელიმხანოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა „სიმამაცისა და გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინა სპეციალური სამხედრო ოპერაციისას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და უკრაინის ტერიტორიებზე“.

 

მანამდე, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ადამ დელიმხანოვი მარიუპოლში ვითარებას პირადად აკონტროლებს.