პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ევროკავშირისთვის სულ უფრო რთული ხდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება“, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
კაია კალასის განცხადებით, ამის მიზეზი ომისგან დაღლილობა და ის პრობლემებია, რომლებიც გამოაშკარავდა.
ამასთან, ესტონეთის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს, რათა მან სხვა ქვეყნების დაპყრობაც არ გადაწყვიტოს.
„ახლა დარჩენილია ძალიან ცოტა ისეთი ელემენტი, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება, დავაწესოთ სანქციები. ამაშია პრობლემა. უკრაინის შემდეგ პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, მიზანში ამოიღო საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები. პუტინს ეს არასდროს დაუმალავს. ერთადერთი გზა მის შესაჩერებლად არის უკრაინის დახმარება, რომ ეს ომი მოიგოს“, – აცხადებს კაია კალასი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა გასულ კვირას დააწესა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი.