VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურ კიევს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ კიევის რეჟიმს, შეწყვიტოს ცეცხლი დაუყოვნებლივ, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ის ომი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და დავიწყოთ მოლაპარაკება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით, უზრუნველყოფთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია. ავაშენებთ განადგურებულ სახლებს, ბაღებს, სკოლებს, ქარხნებს, ინფრასტრუქტურას და განვავითარებთ სოციალურ და ჯანდაცვის სისტემას. რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ უსაფრთხოების ამაღლებაზე“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
ცნობისთვის, ამ წუთებში კრემლში იმართება ხელმოწერის ცერემონია რუსეთში დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ.