პუტინი: სომხეთის მიერ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვების შემთხვევაში, რუსეთი მისთვის ენერგომატარებლებზე ფასებს გაზრდის

პუტინი

სომხეთის მიერ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვების შემთხვევაში, რუსეთი მისთვის ენერგომატარებლებზე ფასებს გაზრდის, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ენერგომატარებლებზე ფასების გაზრდა; ისეთი პრეფერენციები, როგორიც დღეს არის, რა თქმა უნდა, აღარ იქნება“, - აღნიშნა პუტინმა ყაზახეთში ვიზიტის შეჯამებისას მედიასთან საუბრისას, როდესაც იმაზე საუბრობდა, თუ რა მოხდება სომხეთის მიერ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვების შემთხვევაში.