პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს - ჯონსონი

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ის უკრაინის „ლეგენდარულ ფიგურად“ წარადგინეს.

მან გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებაც ისაუბრა. 

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. 

„ეს გამოიწვევს სრულ ეკონომიკურ პარალიზებას, შეაშინებს რუსეთის მოსახლეობას და ინდოეთი და ჩინეთი პუტინის წინააღმდეგ განეწყობიან. ის [პუტინი] არ აპირებს ამის გაკეთებას. ნუ შეხვალთ ამ კურდღლის ხაფანგში, გაჩერდით“, - განაცხადა ჯონსონმა.